ქართველი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი გველესიანი ირანში ფერეიდნელ ქართველებს შეხვდა – შესაბამის ვიდეოს Geo Team ავრცელებს.
ემოციურ მიმართვაში ფეხბურთელმა თაყვანისმცემლებს მადლობა გადაუხადა:
„თქვენ იცით თუ რა რთული ქართველისთვის ამ წარმატებების მიღწევა, მე მინდა ჩემი წარმატება თქვენ მოგიძღვნათ, თქვენ ამ ყველაფერს იმსახურებთ,
რადგან მე 9 წელია თქვენგან ვგრძნობ სიყვარულს, ყურადღებას და ერთი დღე არ გასულა ისე, რომ თქვენგან არ მიმეღოს თბილი მოკითხვა და წერილი.
ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის“- მიმართა ფეხბურთელმა ფერეიდნელ ქართველებს.
🎙️ “ჩემს ყველა წარმატებას გიძღვნით თქვენ, რადგან დღე არ გასულა, თქვენგან რომ თბილი წერილები არ მიმეღო” – გიორგი გველესიანი ირანში ფერეიდნელ ქართველებს შეხვდა 🇬🇪❤️👏🏻
Posted by Geo Team on შაბათი, 17 მაისი, 2025