LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ჩემთვის ყველაზე გოიმური თვისებაა ტენდენცია და მოდას აყოლილი ადამიანები” – დათუნა სულიკაშვილი

361
BeFunky-collage - 2022-11-08T231903.261

დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი თათია შარანგიას საავტორო გადაცემა “სთორი-ს” სტუმარია.

გადაცემის ერთ-ერთი ნაწილში დათუნა სულიკაშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის ყველაზე გოიმური თვისება ტენდენცია და მოდას აყოლილი ადამიანები არიან.

“ჩემთვის ყველაზე გოიმური თვისებაა ტენდენცია და მოდას აყოლილი ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ მოდაში ვარ, მაინც ვთვლი, რომ ძალიან ცუდია. მგონია, რომ ეგ უსაქმური და უინტელექტო ადამიანების ჩვევაა. რაც ბევრია ჰგონიათ, რომ კარგია და სინამდვილეში ასე არ არის. მე ძალიან ავყევი ნარკო, თუ კლუბურ ცხოვრებას. ძალიან უყვარხარ ყველას, თუმცა ერთხელ არ მიხვალ სამსახურში, ორჯერ და ამ დროს ძალიან ბევრი პრობლემები ჩნდება, მაგრამ ამას ვერ ხვდები. ამაში თქვენ, მედიის წარმომადგენლებსაც გადანაშაულებთ, რადგან მახსოვს პატარა ვიყავი და ტელევიზორში პირველად მოვისმინე, როგორ გამოუშვეს კოკაინის მომხმარებელი ადამიანი 8 საათში და ეს მომწონდა. ჟურნალისტები ამ “იკონა” ადამიანებს რომანტიზირებას უკეთებენ. “პრინცი”, ჯორჯ მაიკლი და მათ შენი ცხოვრების ნაწილად ქმნიან. შენც შემდეგ მიმბაძველი ხდები.

ნებისმიერ რამეზე ძალიან დამოკიდებული ადამიანი ვარ. ყველაფერი მაქსიმალურად ბევრი მიყვარს და ეს ცუდი თვისებაა. ნარკოდამოკიდებული ვიყავი და ამას ჩემმა მეგობარმა მიმახვედრა. ის ყველაფერი, რაც ადრე მომწონდა აღარ მელამაზებოდა. ის ნახატი, რომლის ყიდვაც მსიამოვნებდა, ჩემთვის უშნო გახდა. ადამიანებს გავურბოდი და მაშინ მივხვდი, რომ ეს ჯოჯოხეთი იყო. 26 წლის ასაკში გავსინჯე პირველად და ალბათ სამი წლის მანძილზე მოვიხმარდი. ვგრძნობდი, რომ საკუთარი თავი დავკარგე და ეს ძალიან რთულია. მთელი ცხოვრება ცდილობ შექმნა შენი თავი და შემდეგ ამ ყველაფერს თავიდან იწყებ. ნარკოტიკის გასინჯვა არასდროს არავისთვის შემითავაზებია. ვფიქრობ, რომ ასეა სწორი”, – საუბრობს დათუნა სულიკაშვილი.

ამავე თემაზე:

ლიკა ევგენიძე ბუმბულებიან საქორწილო კაბაში დათუნა სულიკაშვილის კოლექციის ჩვენებიდან

ვიდეო: კრისტი ყიფშიძე პომპეზურ სადედოფლო კაბაში ყოფილ მამამთილთან, ზურა ყიფშიძესთან ერთად

ფოტო: ცნობილმა რეჟისორმა, ნანა ჯორჯაძემ პოდიუმზე დათუნა სულიკაშვილის სტაფილოსფერი კაბა მოირგო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g