ჩინეთში ფესტივალზე მომხდარმა შოკის მომგვრელმა ინციდენტმა ხალხი გაოგნებული დატოვა – თბილ ქურთუკში გამოწყობილი ჰუმანოიდი რობოტი მოულოდნელად ფესტივალზე მყოფ ადამიანებს „თავს დაესხა“.
კადრები, რომელიც 9 თებერვალს, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, გაზაფხულის ფესტივალზეა გადაღებული, სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება.
კადრებში ჩანს, რომ რობოტი აგრესიულად მოძრაობს და გამოფენაზე დამსწრეებზე თავდასხმას ცდილობს.
ვიდეო: ჰუმანოიდი რობოტი თავის რობოტ ძაღლს პარკში ასეირნებს – სად დაფიქსირდა სიურრეალისტური კადრები, რომელიც სოცქსელში ვირუსულად გავრცელდა
რობოტი ჩინეთში, შანხაის ერთ-ერთ პარკში შენიშნეს, როგორ მიუძღვებოდა საბელით ლითონის ძაღლს.
უსაფრთხოების წარმომადგენლებმა აღნიშნული ინციდენტი მალევე აღკვეთეს. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა ჰუმანოიდი რობოტი გაუმართავი იყო.
ღონისძიების ორგანიზატორებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ინციდენტს „რობოტული მარცხი“ უწოდეს.
ვიდეო: „Kengoro“ – ახალი ჰუმანოიდი ბიჭი რობოტი, რომელიც სპორტულ ვარჯიშებს ასრულებს
ახალი სახის ჰუმანოიდი რობოტი მკვეთრად განსხვავდება სხვა რობოტებისგან.
მათი თქმით რობოტმა წარმატებით გაიარა უსაფრთხოების ტესტები ღონისძიებამდე და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად სამომავლოდ, უსაფრთხოების გამკაცრებულ ზომებს მიიღებენ.
AI Robot attacks crowdA shocking incident at a robotics festival in China has left people stunned. An AI-powered humanoid robot suddenly malfunctioned, moving aggressively toward attendees and attempting to attack them before security intervened. The disturbing footage has gone viral, sparking serious concerns about AI safety and the future of robotics. #AIRobot #AI #TechFail #China #ETNow
Posted by ET NOW on სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025