LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩვენთვის მიუღებელია რუსულ სამყაროსთან ერთად ყოფნა“ – სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მარშს „შენი ხმა ევროკავშირს“ უერთდებიან

181
ing (4)

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, 9 დეკემბერს, თბილისში დაგეგმილ მარშს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან.

9 დეკემბერს, არასამთავრობოების მიერ დაგეგმილ მარშს სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება

მარშს უერთდებიან მწერალი და ჟურნალისტი დათო გორგილაძე, ასევე მხატვარი გია ბუღაძე და მსახიობი ნუცა კუხიანიძე. ისინი აქციის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ქართველმა ხალხმა ევროპას კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს, რომ ქვეყნის მიზანი უცვლელია:

„ევროპას, ევროპულ ოჯახს უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს არჩევანი დღესაც შეუქცევადია. ქართველ ხალხში სხვა ალტერნატივა არ განიხილება, ამიტომ ჩვენგან მიწვდენილი ყოველი ხმა უმნიშვნელოვანესია.

ამ ქვეყნის ისტორიაში ბევრჯერ მოხდა ისე, რომ სწორედ მოქალაქეების მხრებით სატარებელი გახდა ეროვნული იდეა და მე მგონი, დღესაც ასეთი ვითარება გვაქვს, მით უფრო მაშინ, როდესაც რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიდის რეგიონში და ისტორიის ამ მონაკვეთისთვის წყდება ბედი – რომელი მიმართულებით ივლის საქართველო“, – ამბობს დათო გორგილაძე.

„ევროპაში გაერთიანების მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის გარანტი, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ მოვწყდებით რუსული გავლენების ორბიტას.

მგონია, რომ ის ღირებულებები, ცხოვრების წესი და მორალი, რაც ევროპაშია, ჩვენთან ძალიან ახლოს არის და ჩვენ ამ გზიდან, სამწუხაროდ, აცდენილები ვართ.

მგონია, რომ სანამ მიზანს მივაღწევთ, ამას ყოველ ჯერზე დამტკიცება სჭირდება. ჩვენ როგორც არასდროს, ერთიანობა უნდა ვაჩვენოთ“, – ამბობს ნუცა კუხიანიძე.

გია ბუღაძის თქმით, დაგეგმილ მარშს მისთვის, არტისტული დატვირთვა აქვს:

„ძალიან ეფექტიანი აქციაა და მიხარია, ახალგაზრდა ადამიანებმა ეს რომ მოიფიქრეს. ეს ძალიან მაგონებს დიდ არტისტულ აქციას. რაც ყველაზე მთავარია, ქართველები ერთად უნდა ვიყოთ, რომ ადგილი ევროპაში დავიმკვიდროთ.

ჩვენთვის სრულიად მიუღებელია რუსულ სამყაროსთან ერთად ყოფნა, ეს არის სიბნელესთან ყოფნა, ჩვენ კიდევ ძირძველი ევროპელები ვართ და ყოველთვის ასე დავრჩებით. ეს აქცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა მნიშვნელობა აქვს ევროპას საქართველოსთვის, ჩვენთვის, თქვენთვის – ახალგაზრდებისთვის“, – აღნიშნავს გია ბუღაძე.

 

საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები 9 დეკემბერს, მარშს უერთდებიან

“მოქალაქეების მხრებით სატარებელი გახდა ეს ეროვნული იდეა… ისტორიის ამ მონაკვეთში წყდება ბედი, რომელი მიმართულებით ივლის საქართველო” | საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები 9 დეკემბერს, მარშს უერთდებიან

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ხუთშაბათი, 07 დეკემბერი, 2023

 

ცნობისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მარში „შენი ხმა ევროკავშირს“, 9 დეკემბერს რესპუბლიკის მოედნიდან, ევროპის მოედნამდე მსვლელობით გაიმართება.

magti 5g