LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩვეულებრივი გასტრიტი, რაც ხშირად გვესმის, რეალურად პრეონკოლოგიური დაავადებაა“ – რას ამბობს გასტროენტეროლოგი, ეკატერინე ზოიძე

300
ეკატერინე ზოიძე

„ჩვეულებრივი გასტრიტი, რაც ხშირად გვესმის, რეალურად პრეონკოლოგიური დაავადებაა“, – ამის შესახებ გასტროენტეროლოგი, ეკატერინე ზოიძე გაცემაში Ajaratv • SHOWS საუბრობს.

გასტროენტეროლოგი ამბობს, რომ გაცილებით საშიში გართულებაა კუჭის ლორწოვანი გარსის დისტროფიულ-ატროფიული ცვლილებები:

„ჩვეულებრივი გასტრიტი, რაც ხშირად გვესმის, რეალურად პრეონკოლოგიური დაავადებაა. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულება გასტრიტის შემდეგ არის კუჭის ლორწოვანი გარსის ეროზიული და წყლულოვანი დაზიანება, თუმცა გაცილებით უფრო საშიში გართულება არის კუჭის ლორწოვანი გარსის დისტროფიულ-ატროფიული ცვლილებები, რომლის დროსაც კუჭის ლორწოვან გარსში ვითარდება ისეთი ცვლილებები, სადაც მცირდება ზოგიერთი ვიტამინების, მინერალების და მიკროელემენტების შეწოვა, რამაც დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს ავიტამინოზი, ანემია და შესაბამისად ამ დაავადებასთან დაკავშირებული სიმპტომატიკა.

გარდა ამისა კუჭის ლორწოვან გარსში განვითარებული ატროფიული და მეტაპლაზიური ცვლილებები, იწვევს მალიგნიზაციის განვითარების ანუ კუჭის ონკოლოგიის განვითარების რისკს.

ჩვეულებრივი გასტრიტი, რომელიც ჟღერს საკმაოდ ხშირად როგორც დიაგნოზი, ითვლება როგორც პრეონკოლოგიური დაავადება, ამიტომ საკმაოდ ყურადღებით უნდა მოეკიდოს როგორც პაციენტი, ასე ექიმიც ამ დიაგნოზს“, – ამბობს ეკატერინე ზოიძე.

magti 5g