ციცი ფალავანდიშვილი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ,,ვაჟთა კვარტეტი” „შუადღეს“ ესტუმრნენ და შეასრულეს ელვის პრესლის ცნობილი სიმღერა Love Me Tender.
ინსტრუმენტთან თავად ციცი ფალავანდიშვილი იჯდა და ბიჭებთან ერთად სიმღერა თვითონაც შეასრულა.
ამ შესრულებამ პოზიტიური გამოხმაურებები გამოიწვია სოციალურ ქსელში:
„ქალბატონო ციცი, როგორ კარგად მღერით! გაიხარეთ, მიყვარხართ ძალიან!“
„ყოჩაღ, შესანიშნავად შეასრულეთ!..“, აღნიშნულია კომენტარებში.