LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ცხვირის სპრეი დეპრესიის წინააღმდეგ – FDA-მ ინოვაციური თერაპიის ნებართვა გასცა

143
Spravato

ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) დეპრესიული აშლილობის საწინააღმდეგო Johnson & Johnson-ის ნაზალური სპრეის გამოყენების ნებართვა გასცა პაციენტებისთვის, რომლებსაც ტრადიციული მკურნალობის მიმართ რეზისტენტული, მძიმე დეპრესია აქვთ (MDD)ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

სპრეი, რომელსაც Spravato ეწოდება, წარმოადგენს ტრადიციული მკურნალობის მიმართ რეზისტენტული მძიმე დეპრესიის პირველ დამოუკიდებელ თერაპიას პაციენტებისთვის, რომელთა მიმართ ჩატარებული სტანდარტული მკურნალობა უშედეგოა და შესაბამისად დეპრესიის სიმპტომები მკურნალობის მიუხედავად მაინც ვერ უმჯობესდება.

კვლევებმა აჩვენა, რომ SPRAVATO-ს გამოყენებით პაციენტების 22.5%-ს მდგომარეობა ოთხ კვირაში გაუუმჯობესდა, რაც კონტროლ ჯგუფში პლაცებოს მიღების მაჩვენებელს (7.6%) ბევრად აჭარბებს.

პრეპარატი შეიცავს ესკეტამინს, კეტამინის მსგავს ქიმიურ კომპონენტს, რომელიც ნეიროტრანსმიტერ გლუტამატის დონეს ზრდის.

სპეციალისტების განმარტებით, SPRAVATO-ს მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით, რადგან მისი მიღების შემდეგ შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები, როგორიცაა გულისრევა, დისოციაცია და ჰალუცინაციები.

„ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს წამალი მკურნალობს დეპრესიას, რადგან თუ შესაბამისი მკურნალობა არ ჩატარდა ეს დაავადება შესაძლოა ფატალურად დასრულდეს“, – განაცხადა ბილ მარტინმა, J&J – ის გლობალური ნეირომეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელმა.

მეცნიერებმა შექმნეს AI-ს სისტემა, რომელიც ძუძუს კიბოს რისკს ხუთი წლით ადრე პროგნოზირებს: „AsymMirai“- ს სისტემას შეუძლია მაღალი სიზუსტით შეაფასოს ჩამოუყალიბდება თუ არა პაციენტს ძუძუს კიბო მომდევნო 1-5 წლის განმავლობაში“

დიუკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს გამარტივებული ალგორითმი, რომელიც აანალიზებს მამოგრაფიაზე აღბეჭდილი მარცხენა და მარჯვენა ძუძუს ქსოვილის შორის განსხვავებებს.

მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 21 მილიონი მოზრდილი იტანჯება მძიმე დეპრესიით, რომელთა ერთი მესამედი განიცდის სიმპტომებს, როგორიცაა განუწყვეტელი სევდა, ძილის პრობლემები, ენერგიის ნაკლებობა და სიკვდილის ან თვითმკვლელობის ფიქრები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში რთულად განკურნებადია, ან არ რეაგირებს მედიკამენტებზე.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ გვაქვს ალტერნატივა, რომელიც პაციენტებს თავისუფლებას აძლევს “, – განაცხადა გრეგორი მატინგლიმ, ექიმმა და Midwest Research Group-ის პრეზიდენტმა, რომელიც მონაწილეობდა Spravato-ს თავდაპირველ კლინიკურ ცდებში.

„დადასტურდა კავშირი დეპრესიასა და სხეულის ტემპერატურას შორის“ – რა დასკვნა დადეს მეცნიერებმა 20 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემების შესწავლის შედეგად

აღმოჩნდა, რომ კვლევის თანახმად დეპრესიით დაავადებულები შედარებით მაღალი ტემპერატურით გამოირჩევიან.

ეს პრეპარატი 2019 წლიდან სხვა საშუალებებთან ერთად უკვე გამოიყენებოდა, თუმცა ახლა კვლევებმა აჩვენა, რომ ის დამოუკიდებლადაც ეფექტიანია.

სპეციალისტების ტქმით, სპრეი Spravato – ს გაყიდვებიდან შემოსავალმა 2024 წლის პირველ ცხრა თვეში 780 მილიონი დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, სპეციალისტების განცხადებით, მძიმე დეპრესიული აშლილობა რთული გამოსავლენია და ხშირად ამ დაავადების სტანდარტული მკურნალობა ეფექტური არ არის.

magti 5g