LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ცნობილი შეფმზარეულის, ირაკლი ასათიანის მოუშუშებელი იარა: „ეკრანზე რომ ვენახე, ძალიან გაუხარდებოდა…“

660
ირაკლი ასათიანი ფოტო

ცნობილი შეფმზარეული, „სამზარეულოს ომების“ ჟიურის წევრი, ირაკლი ასათიანი საუბრობს თავისი ცხოვრების ტრაგიკულ ეპიზოდზე, როცა აღმოაჩინა, რომ დედას მძიმე დაავადება ჰქონდა:

„დედა 64 წლის იყო. მას ჰქონდა ტვინის სიმსივნე. შემთხვევით გავიგეთ, როგორც ხდება ხოლმე, თავიდან სხვა რაღაც გვეგონა, ექიმებმა გადაგვამისამართეს ერთმანეთთან, მერე იყო ტომოგრაფია, ოპერაცია… ყველაფერი ვცადეთ. გავიგეთ ცუდი დიაგნოზი. აბსოლუტურად ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ არაფერმა არ გამოიღო აზრი. ორი წელი იწვალა. ძალიან რთულია ამ თემაზე ლაპარაკი, ამაზე არ ვლაპარაკობ ხოლმე. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ როცა დედას უზრუნველყოფილი ცხოვრება შევუქმენი, მაშინ მოხდა ეს ამბავი. ეკრანზე ვერ მნახა, ძალიან გაუხარდებოდა… ბოლო პერიოდი გონზე აღარ იყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g