LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დაბრუნება „ჰოგვორტსში“ 20 წლის შემდეგ – „ჰარი პოტერის“ ლეგენდარულ ტრიო ერთიანდება

282
page

საკულტო, 7 ნაწილიანი „ჰარი პოტერის“ სამყარო 20 წლის იუბილეს გრანდიოზულად აღნიშნავს. პირველი ფილმის გამოშვებიდან 20 წლის თავზე საგანგებოდ შექმნეს გადაცემა, „ჰარი პოტერის მე-20 იუბილე: ჰოგვორტსში დაბრუნება“, რომელიც ლეგენდარულ ტრიოს, დენიელ რედკლიფს, რუპერტ გრინტსა და ემა უოტსონს კვლავ გააერთიანებს.

TBS და Cartoon Network-ზე ოთხნაწილიანი გადაცემათა ციკლი დაიწყება, რომელსაც ჰელენ მირენი გაუძღვება. დასკვნითი გადაცემის პრემიერა ახალ წელს, 2022 წლის პირველ იანვარს HBO Max-ზე შედგება.

„ეს გადაცემა ეძღვნება ყველას, ვისი ცხოვრებაც ამ კულტურულმა ფენომენმა შეცვალა“, – აცხადებენ Warner Bros.-ში.

დიდი დაბრუნება – ფილმში „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ სამივე მსახიობი ითამაშებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები