LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დაიცავი დისტანცია! – Audi–მ და Volkswagen–მა ლოგოტიპი შეცვალეს

330
1c94389c20a2a9601f86793c0093a1b046769fab

Volkswagen–მა და Audi–მ გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც დროებით შეცვლილი ლოგოტიპებია წარმოდგენილი. „აუდის“ რგოლები ერთმანეთს დაშორდნენ, ხოლო Volkswagen–ის აბრევიატურას V–სა და W–ს შორის გარკვეული დისტანცია გაჩნდა. ასეთი მეთოდით გერმანულმა ავტომწარმოებლებმა ხალხს დისტანციის დაცვის საჭიროება გაახსენეს.

კორონავირუსის პანდემიამ საავტომობილო ინდუსტრიას დიდი დარტყმა მიაყენა. მსოფლიო გაყიდვები დაეცა, წარმოება გაჩერდა და ბევრგან კარანტინის რეჟიმიც შემოიღეს. საშიშ ინფექციასთან ბრძოლაში ავტომწარმოებლები თავისი წვლილის შეტანას ცდილობენ, რიცხავენ მილიონებს, ხსნიან საავადმყოფოებს და სამედიცინო აღჭურვილობის დამზადებასაც აფინანსებენ.

Volkswagen–მა და Audi–მ გადაწყვიტეს საზოგადოებისთვის სოციალური პასუხისმგებლობა შეეხსენებინათ. შეცვალეს ემბლემები, რამეთუ 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა კორონავირუსისგან დასაცავად აუცილებელია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g