ჟურნალისტი და მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ მას „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე თავს დაესხა.
როგორც ქორიძე აღნიშნავს, ვითარება დაცვამ განმუხტა.
ზვიად ქორიძე კლინიკაშიც იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მას მცირე დაზიანებები აქვს.
„სასტუმრო „შერატონის“ ფოიეში ვიჯექი. უცბათ, რამდენიმე მაგიდასთან დავინახე ადამიანები სვამდნენ. დავინახე, რომ აქ, პირდაპირ როიალთან მოვიდა თანმხლებ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე. მერე მივიდა მაგიდასთან, მერე წამოვიდა ჩემთან და მითხრა: „მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე“. დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ გინება, რაზეც არანაირი რეაქცია არ მქონია. წავიდა, მივიდა კარებთან, მბრუნავი კარია, დაბრუნდა, შემოვიდა, „რა თქვი ბიჭო, შენ ოცნებაზე, ვის აგინებო“. დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა. უცბათ, დავინახე, რომ იმ მაგიდიდან აიშალნენ ადამიანები, 10-12 კაცი იქნებოდა, თვლა არ დამიწყია, დაიძრნენ ჩემსკენ. როდესაც მივუახლოვდი მისაღების მაგიდას და დაცვას ვთხოვე დახმარება, დაცვა გამოვარდა. მოახერხეს, შეეცადნენ, რომ ისინი გაეცილებინათ ჩემგან. იყო მუქარა, გინება. დაცვამ გამიყვანა“, – აღნიშნავს ქორიძე მედიასთან.
ბათუმში გიორგი გახარიას თავს დაესხნენ
გიორგი გახარიას, რომელსაც ბათუმში თავს დაესხნენ, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს