„ვგიჟდები მეგრელებზე და სამეგრელოზე. დამიჯერებთ, რომ საზღვარგარეთ დასასვენებლად არ ვყოფილვარ არასოდეს, (კონცერტები თუ მაქვს მხოლოდ მაგ შემთხვევაში)“- ამის შესახებ მომღერალმა სოფო ბედიამ გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.
სამეგრელოში, კერძოდ კი მარტვილში გატარებულ ზაფხულს მომღერალი დიდი სიყვარულით იხსენებს და ამბობს, რომ არდადეგების გატარება საქართველოში ურჩევნია.
„ზაფხული გავატარე მარტვილში, ვგიჟდები მეგრელებზე და სამეგრელოზე.
დამიჯერებთ, რომ საზღვარგარეთ დასასვენებლად არ ვყოფილვარ არასოდეს,
(კონცერტები თუ მაქვს მხოლოდ მაგ შემთხვევაში) დასვენება ყოველთვის მირჩევნია საქართველოში,
იმდენად მიყვარს ჩემი სამეგრელო“ – ამბობს მომღერალი.