LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დანიელ პრუდის ამბავი – როგორ მოკლეს აშშ-ში კიდევ ერთი აფროამერიკელი

124
pjimage (3)

აშშ-ში რასიზმისა და პოლიციის წინააღმდეგ საპორტესტო გამოსვლები განახლდა. ამჯერად, პროტესტის მიზეზი აფროამერიკელი დანიელ პრუდის მკვლელობაა. პრუდი, ჯორჯ ფლოიდი შემდეგ, პოლიციის მხრიდან სასტიკი მოპყრობის მორიგი მსხვერპლი გახდა.

41 წლის მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც, დაკავების დროს, პოლიციამ თავზე ტომარა ჩამოაცვა, ასფალტზე დააწვინა და ზურგზე ფეხის დააჭერით შეაჩერა.

შემთხვევა ნიუ-იორკში, როჩესტერში, 23 მარტს მოხდა, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილი ახლახანს გახდა.

 

როგორ მოკლეს დანიელ პრუდი

როგორც ცნობილია, პრუდს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მისი მკვლელობის დღეს, ქუჩაში შიშველი გავიდა და ყვიროდა, რომ კორონავირუსი ჰქონდა. პრუდის ძმამ დახმარებისთვის სამაშველო სამსახურში დარეკა.

ცოტა ხანში, შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა. სამართალდამცავებმა პრუდს თავზე ტომარა ჩამოაცვეს, ასფალტზე დააწვინეს და ზურგზე მუხლი დააჭირეს. რამდენიმე წუთის შემდეგ მან გონება დაკარგა.

აფროამერიკელი 30 მარტს, შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა, ფსიქიკური აშლილობა კი მას შემდეგ გაუმწვავდა, რაც ფენციკლიდინით მოიწამლა. პრუდი ერთი კვირის განმავლობაში ხელოვნური სუთქვის აპარატზე იყო შეერთებული, თუმცა ტვინის სიკვდილის შემდეგ, ექიმები იძულებული გახდნენ აპარატი გაეთიშათ.

 

ვინ იყო დანიელ პრუდი

დანიელ პრუდი ჩიკაგოში დაიაბადა, სადაც წლების განმავლობაში დასთან ერთად ცხოვრობდა. გარდაცვლილი დაქორწინებული არასდროს ყოფილა და შვილებიც არ ჰყოლია. როჩესტერში, ძმის მოსანახულებლად 22 მარტს ჩავიდა.

როგორც დანიელის ძმა ამბობს, მიუხედავად ფსიქიკური პრობლემებისა, პრუდს არასდროს არავისთვის მიუყენებია ზიანი.

“დანიელი არასდროს ყოფილა აგრესიული ვინმეს მიმართ. არასდროს არავის აწუხებდა, პოლიციელები კი მას როგორც ნაგავს, ისე მოექცნენ”.

რა ხდება შეერთებულ შტატებში

მას შემდეგ, რაც როჩესტერში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ქალაქში მასობრივი გამოსვლები განახლდა. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ პოლიციელები იძულებული გახდნენ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინათ. ოთხშაბათს, 2 სექტემბერს პოლიციასთან შეტაკებისას ცხრა აქტივისტი დააპატიმრეს.

პრუდების ოჯახის მთავარი მოთხოვნა, აფროამერიკელის მკვლელობის საქმეში ყველა მონაწილის სამსახურიდან გათავისუფლება და დაკავებაა.

ამასთან, აქტივისტების ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ფსიქიკურად პრობლემების მქონე პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე, ადგილზე სამართალდამცავები აღარ მივიდნენ.

 

 

 

შეგახსენებთ, პოლიციელების მიერ 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას, 2020 წლის მაისში, თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. მომიტინგეები რასიზმისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოვიდნენ.

 

ვიდეო, სადაც 46 წლის სამართალდამცველი დერეკ შოვინი კისრის არეში ფლოიდს მუხლით აწვება, მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა ნახა. როგორც ცნობილია, ფლოიდის დაკავების დროს ის სიგარეტის ყიდვას ყალბი 20-დოლარიანით შეეცადა, რის შესახებაც პოლიციას თინეიჯერმა გამყიდველმა შეატყობინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g