LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დასვენება არ მიყვარს… როგორც კი არდადეგები იწყება, მეორე დღეს დეპრესიაში ვვარდები“ – სად აბარებს თეა დარჩია და რისი სწავლა მოინდომა ცნობილმა მოცეკვავემ

421
თეა დარჩია


UG Art პოდკასტის სტუმარია თეა დარჩია, რომელიც საუბრობს, რომ ცეკვის გარეშე ცხოვრების აზრი დაკარგული აქვს და არც დასვენება უყვარს:

„როგორც კი არდადეგები იწყება, ზუსტად მეორე დღეს ვვარდები ისეთ დეპრესიაში… ფუნქციადაკარგული ვარ. არ ვიცი, დრო სად წავიღო. ვხვდები, რომ დაკარგული ვარ. მეწყება სახსრების ტკივილი. ასეთი ტემპორიტმიდან უცბად გაჩერება, თან, მე რადიკალური ადამიანი ვარ, ან გიჟივით ვმუშაობ, ან ვწევარ და ერთ წერტილში ვიყურები… დასვენება არ მიყვარს. კვირა დღეც არ მიყვარდა, როცა ანსამბლში ვცეკვავდი, არ ვიცოდი, ის დრო სად წამეღო. საკუთარ ფუნქციას ვკარგავ ცეკვის გარეშე. ერთადერთი ფეხმძიმობის დროს ვუძლებდი…“

მოცეკვავე ამავე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სწავლა დაიწყო:

„ძალიან მომინდა სწავლა, რადგან საშინლად მეშინია დემენციის და ცეკვა ხომ არაჩვეულებრივი წამალია ამისთვის, სულ მუშაობს ტვინი, არ დუნდება. სწავლაც მწყურია. მე ვარ კარგი ცეკვის მასწავლებელი, ყოველგვარი მლიქვნელობის გარეშე ვამბობ. კარგი მოცეკვავე ვიყავი. მინდა, გავხდე კარგი ქორეოგრაფი და ვაბარებ ქორეოგრაფიულ ფაკულტეტზე. არ მინდა, გამოცდებზე ჩავიჭრა, მინდა, რომ ჩავაბარო… უნდა ვიმეცადინო, უნდა აღვიდგინო ის, რაც ვიცოდი, უნდა ვისწავლო, რაც არ ვიცოდი, გავხდე აბიტურიენტი. ის, რაც ინტუიტიურად ვიცი, მინდა გავიმყარო, რაც არ ვიცი, მინდა, ვისწავლო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g