LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დათო ევგენიძე ამერიკაში ეძებს შვილს, რომელმაც მისი არსებობის შესახებ არ იცის

172
datoevgenidze

კომპოზიტორი, პიანისტი დავით ევგენიძე „სიცრუის დეტექტორს“ გაუმხილა იმის შესახებ, რომ ჰყავს შვილი, რომელმაც მისი არსებობის შესახებ არ იცის.

დათო ევგენიძე:

ეს ძალიან ბავშვობაში მოხდა… ძალიან მალე გათხოვდა. ბავშვს დედის ქმარი ჰგონია მამა და არ მაქვს უფლება, რომ გავაგებინო. ისიც ამერიკაში ცხოვრობს. 18 წლის ვიყავი. პირველ კურსს ვამთავრებდი მოსკოვის კონსერვატორიაში და სტაჟირებაზე ექვსი თვით ჩამოდიოდნე უცხოეთიდან. ჩემზე უფროსი გახლდათ, 25 წლის, დიდი ქალი მეგონა. ის ექვსი თვე ვიყავით ერთად. იუგოსლავიელია. შემდეგ წელს კიდევ ერთი იუგოსლავიელი გოგონა ჩამოვიდა და მითხრა, რომ ვესნა სტეფანოვიჩმა ქართველი კომპოზიტორისგან შვილი გააჩინა. გავგიჟდი. დავუკავშირდი და მითხრა, გავთხოვდი და ეს ბავშვი გაიზრდება, როგორც ჩემი ქმრის შვილი… ბავშვმა რატომ უნდა მიიღოს ტრავმა, საბჭოთა კავშირში ცხოვრობ და ვერ ჩამოხვალო… მერე ისე მოხდა, რომ მეორე შვილიც ასე გაჩნდა პარიზში. იმ ქალმაც მითხრა, რომ უნდა დაემალა თავისი შვილისთვის, ვინ იყო ნამდვილი მამა. პარიზში ჩავდიოდი ტურისტულად მის სანახავად, შანზ ელიზეზე ვუკრავდი, როდესაც უცებ მოვიდა და მითხრა, ვიცი, რომ ჩემი მამა ხარო… ვერ მოვითმინე და დავუდასტურე. ვიცოდიო და ჩამეხუტა. ამის მერე დავიწყე მეორე შვილის ძებნა. „ფეისბუქზეც“ არ არის. მგონი, დრაგანი ჰქვია… შვილია და როგორ ფიქრობთ, რომ არ ვეძებო… ახლაც ვეძებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები