კლუბში „სახელოსნო“ კაცები Party გაიმართა.
კაცებმა 100,000 გამომწერზე ასვლა არაფორმალურ, კლუბურ გარემოში აღნიშნეს.
კაცები Party მუსიკალურად გუფილენდმა გააფორმა, შემდეგ კი დამსწრე საზოგადოებისთვის დიჯეიმ დაუკრა.
საღამო მიჰყავდათ ირაკლი კაკაბაძეს, დავით ლაბაძეს, ირაკლი ვახტანგიშვილსა და გიორგი ჯანელიძეს.
მათთან ერთად წვეულებას დაესწრო დავით გოგიჩაიშვილი, რომელმაც კაცებთან ერთად ცნობილ ჰიტზე „5 იანვარი“ გარეპა.
ვიდეოს სოციალურ ქსელში დათო გვიზიარებს.