„რუსთავი 2“-ის დილის ეთერში დათო გომართელისა და „შვიდკაცას“ ახალი კომპოზიციის პრემიერა შედგა – ეს გახლავთ პოპური, რომელიც ალექსანდრე ბასილაიას მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ ჰიტებს აერთიანებს. მელოდიური კომპოზიციის აჟღერებისთანავე „დილა მშვიდობისა, საქართველოს“ წამყვანები, ანა კოშაძე და ნინუცა მაყაშვილი პირდაპირ ეთერში აცეკვდნენ.