LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დედა ადრე თავისთან გვაწვენდა, ახლა ბებოსთან გვძინავს – მეგი ბაქრაძის 7 წლის შვილი

3077
მეგი ბაქრაძე

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრებმა „რადიო თავისუფლებასთან“ ისაუბრეს, თუ როგორ აგრძელებენ ცხოვრებას მეგის გარდაცვალების შემდეგ. „დედა ადრე თავისთან გვაწვენდა, ახლა ბებოსთან გვძინავს“, – აცხადებს მეგის შვილი სალომე. სალომეს და საბას არ ახსოვთ, იმ დღეს რა მოხდა. თუ დედაზე ლაპარაკობენ, სულ წარსულს იხსენებენ.

მეგი ბაქრაძის მეუღლე მანუჩარი „რადიო თავისუფლებასთან“ იმ დღეს იხსენებს, როდესაც მეგის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა უნდა გაეკეთებინა.

წინა საღამოს სახლში თქვა საავადმყოფოზე, ან ავიცრით ყველა, ან არავინო. რომ ხედავდა ხალხს, ცუდად როგორ იყვნენ, ავიცრიო და ხალხსაც მიტო უთხრა ალბათ, ყველა უნდა ავიცრათო. ხოდა, მეთქი, ახლა ყველა იცრის და, თან ეპიდემიაა კორონავირუსის, ეს რომ არ მომხდარიყო, მეც ავიცრიდი, რა პრობლემაა“, – აცხადებს გარდაცვლილი მეგის მეუღლე.

მანუჩარი იხსენებს რა ვითარება დახვდა საავადმყოფოში, სადაც ანაფილაქსიური შოკის შემდეგ მეგი ბაქრაძე იმყოფებოდა.

„მეთქი, სად არის მეგი, ვიღაც ყარაული ყავთ ერთი და იმან წამიყვანა, რომ ავედით, მეორე სართულზე არის რეანიმაცია, იქ იწვა, ტაპჩანი იყო, ალბათ მაგით შეიყვანეს რეანიმაციაში, რომ ავიყვანე, ტანზე გადაფარებულივით ჰქონდა, მკერდი ჰქონდა დაფარული, თავი უჩანდა გასიებული. მტერს არ ვუსურვებ ასეთ რაღაცას, ჩემი თვალებიდან ჩემი ცხოვრება არ ამოვა.

საუნივერსიტეტო კლინიკაში რატიანმა თქვა, ყველაფერი კარგად იქნებაო, რომ ჩავედით. უბრალოდ, თუ გადავარჩენთო, ალბათ დამბლადაცემული იქნებაო და მოგიწევთ მოუაროთო. საერთოდ არ მქონდა მაგის პრობლემა, ცხოვრების ბოლომდე კოვზით ვაჭმევდი, ოღონდ გადარჩენილიყო“, – განაცხადა მანუჩარმა.

მეგი ბაქრაძე საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანომობილით 18 მარტს, 19:45-ზე მიიყვანეს. 19 მარტს გარდაიცვალა. მეგის ბიოლოგიური სიკვდილი 12:00 საათზე დადასტურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g