კულინარიული ბლოგერი, თამუნია მექერიშვილი პოდკასტს „Podcast with Khincho – ხინჩოსთან“ სტუმრობდა, სადაც ოჯახთან არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა. აღნიშნული თემა თამუნიასთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა და ცრემლები ვერ შეიკავა.
„აი, როგორც აგიხსნა ტკივილი… წარმოიდგინე, გულში მოგხვდა 5 ტყვია, ძალიან მაგრად დაიჭერი. შემდეგ გავიდა დრო, მოიშუშე ნატყვიარები, მაგრამ სულ გტკივა.
ჩემი ოჯახი ჩემს სახლთან ახლოს ცხოვრობს და ღამე როცა მარტო ვარ, მინდა ფანჯარა გამოვაღო ხოლმე და დავუძახო – დედა… იმიტომ რომ მე დედა ძალიან მიყვარდა, მამაც… ყველა ძალიან მიყვარდა. გამწირეს, მაგრამ არ შემიძლია, რომ არ მიყვარდეს ის ადამიანები… გამწირეს მაგრამ, მაინც მეყვარება. სიყვარული თანდაყოლილი ნიჭია და მე თუ ვიტყვი, რომ ის არ მიყვარს, მაშინ მე არავინ არ მიყვარს.
რამდენიმე წელია არ მინახავს ჩემი ოჯახის წევრები… მე-4 წელია არ მინახავს.
დედა შემხვდა გავლით, დავუძახე: „დედა“ და არ მომხედა… მოვა დრო და ისინი მოვლენ ჩემთან და ალბათ მივიღებ“, – აცხადებს თამუნია მექერიშვილი.
