LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დევიდ ბექჰემის ახალი გატაცება – ვარსკვლავი თვითიზოლაციის პერიოდში მშენებლობას შეუდგა

171
safe-image

პანდემიის გამო, თვითიზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა საკუთარ თავში უამრავი ნიჭი აღმოაჩინეს. აი, მაგალითად, კეტრინ ზეტა-ჯონსი თავის გულშემატკივრებს ცეკვითა და სიმღერით ართობდა, შერონ სტოუნმა საკუთარ თავში ხატვის ნიჭი აღმოაჩინა, ვიქტორია ბექჰემმა კარანტინის დროს შვილებს მოდური ვარცხნილობები გაუკეთა.

ახალი გატაცება იპოვა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, დევიდ ბექჰემმაც, ის უზარმაზარი ფაზლებისგან სასახლეების აშენებას შეუდგა. მოგეხსენებათ, ეს საქმიანობა საკმაოდ შრომატევადია და დიდი ნებისყოფის უნარს მოითხოვს, თუმცა, ამ ამოცანას დევიდმა შესანიშნავად გაართვა თავი, მან ვიდეო „ინსტაგრამზეც“ გაავრცელა.

შემდეგ ფოტოები ვიქტორიამაც გააზიარა და დაწერა, რომ ბავშვები და მეუღლე მისით ამაყობენ.

https://www.instagram.com/p/CBlHlg-hfqw/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები