ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავისა და მისი მეუღლის, დათო თოფურიას ქალიშვილი ლეა 1 წლის გახდა. ამის შესახებ მარიამ მათიაშვილი „ინსტაგრამზე“ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ლეა მისთვის ყველაზე დიდი ღვთის საჩუქარია“.
„ლეა 1 ✨ ყოველთვის მადლიერებით დავიწყებ შენზე საუბარს, დღეს დაიბადა ჩემი ყველაზე დიდი ღვთის საჩუქარი, დე შენ ხარ ჩემი მზის სხივი, ბედნიერება, სითბო, სიყვარული, სიკეთე, უსაზღვროდ მიყვარხარ, არ წარმომიდგენია ამაზე ძლიერი გრძნობა რა შეიძლება იყოს, ყველაფერი საუკეთესო შენთვის მემეტება, შეუძლებელს შევძლებ შენთვის, მადლობა ღმერთს რომ ჩემი ხარ“, – წერს მარიამ მათიაშვილი.
