დღეს, საქართველო-ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს.
ამის შესახებ ეროვნული ნაკრები სოციალურ ქსელში წერს და ჯილდოს ვიდეოსაც გვიზიარებს.
ცნობისათვის, დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ერთა ლიგა, საქართველო- ჩეხეთი ჩატარდება.