LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დიდი ხანია, არავის ნამღერზე არ მიტირია…“ – გიორგი ჭიალაშვილისა და სერგი როსტომაშვილის დუელი – გოგი დოლიძის „კიდევაც დაიზრდებიან“

737
სერგი და გიორგი

„საქართველოს ხმის“ სერგი როსტომაშვილი და გიორგი ჭიალაშვილი დუეტების დუელში წარდგნენ მაყურებლისა და ჟიურის წინაშე და გოგი დოლიძის რეპერტუარიდან „კიდევაც დაიზრდებიან“ შეასრულეს.

ორივე ბრწყინვალე იყო, თუმცა ჟიურიმ უპირატესობა გიორგი ჭიალაშვილს მიანიჭა და სწორედ ის იქნება ფინალური ათეულის წევრი.

მაყურებელმა სერგისა და გიორგის შესრულებასთან დაკავშირებით დადებითი ემოციები კომენტარებში გააზიარა:

„დიდი ხანი არავის ნამღერზე არ მიტირია 🩷 საოცარი შესრულება იყო…“

„ჭიალაშვილი არის ძალიან კულტურული მომღერალი, ერთ ზედმეტ მელიზმს არ გააკეთებს, სერგიც კარგი ბიჭია, მაგრამ უფრო ფოლკლორისკენ არის, ჩემი აზრით. სამართლიანი არჩევანი იყო…“

„თქვენი სახით საქართველოს უკვე ჰყავს ალგეთს ლეკვები ხმისანი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g