„ნიჭიერში“ კიდევ ერთი საინტერესო შემსრულებელი გავიცანით. ეს გახლავთ დოდონა ნამორაძე, რომელიც 20 წლის გახლავთ და მუშაობს ტურისტული მიმართულებით – „ფილიპინებზე ვცხოვრობდი. გადავწყვიტე, ისე შევაყვარო საქართველო უცხოელებს, როგორც მათ შემაყვარეს თავიანთი ქვეყანა… თქვენთან კი იმიტომ მოვედი, რომ ვფიქრობ, ნიჭიერი ვარ… უნდა ვიმღერო“, აღნიშნა თვითნასწავლმა მომღერალმა, ქუჩის მუსიკოსმა. მან არეტა ფრანკლინის რეპერტუარიდან ამოარჩია სიმღერა და მისი გასაოცარი შესრულებით ჟიურის წევრები და მაყურებელი მოხიბლა.