LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დრეგ–რბოლა: ახალი Porsche 911 Ferrari 488-სა და Lamborghini Huracan–ს დაუპირისპირდა

67
racing3201117

Youtube–არხის ბლოგერებმა საინტერესო დრეგ–რბოლა მოაწყეს და ერთმანეთს porshce 911 Turbo S, სპეც–ვერსია Ferrari 488 Pista და სპაიდერი Lamborghini Huracan Performante „დააჯახეს“. შეჯიბრი 402 მეტრის დისტანციის გავლას, სხვადასხვა რეჟიმების გამოცდას და 113 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილების დროს ეფექტურ დამუხრუჭებას გულისხმობდა.

Ferrari 488 Pista – ყველაზე ძვირადღირებული, მძლავრი და მსუბუქია თავის მეტოქეებს შორის. სუპერქარის კაპოტის ქვეშ 3,9 ლიტრის მოცულობის 720 ძალის V8 ძრავია მოთავსებული. აგრეგატი 7–სიჩქარიან „რობოტიზირებულ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. ავტომობილის მასა 1385 კილოგრამია და ბრიტანეთში მისი ფასი 250 ათასი ფუნტი სტერლინგიდან იწყება.

Huracan Performante Spyder–ის აქტივში 5,2 ლიტრის V10 ძრავი შედის და აგრეგატს 640 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ძრავი 7–საფეხურიან „რობოტიზირებულ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. Lamborghini  „ფერარიზე“ 12 ათასი ფუნტი სტერლინგით უფრო იაფი ღირს და 120 კგ–ით უფრო მძიმეა.

Porsche 911 Turbo S კონკურენტებზე საგრძნობლად ნაკლები ღირს. ფასში სხვაობა „ფერარისთან“ შედარებით 100 ათასი ფუნტი სტერლინგია, Lamborghini–სთან შედარებით კი – 90 ათასი ფუნტი სტერლინგი. კაპოტის ქვეშ სპორტქარს 650 ძალის ტურბოძრავი აქვს, ტრანსმისია 8–დიაპაზონიანი „რობოტიზირებული“ გადაცემათა კოლოფია. „პორშეს“ მასა 1640 კილოგრამს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g