LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დროშა, რომელიც ასე მოუხდა ვახტანგ გორგასალს, აღარ კიდია. რა სირცხვილია, რა სამარცხვინოა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მართლა არ მჯეროდა“ – ინგა გრიგოლია

207
ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ ევროპის დღეს გამართულ აქციაზე, ვახტანგ გორგასლის ძეგლზე აღმართული საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა, ჩამოხსნილი დახვდა.

ვიდეოში ინგა გრიგოლია ასევე აღნიშნავს, რომ მეტეხის ხიდთან საგანგებოდ მივიდა, რომ ენახა, ნამდვილად ჩამოხსნეს თუ არა, დროშა. ჟურნალისტი მოსაზრებით, სამარცხვინოა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო:

ასევე ნახეთ

გუშინ ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ ვახტანგ გორგასლის ძეგლზე დროშა აიტანა და დაამაგრა. მის შესახებ სოციალურ ქსელში ბესიკ საბაშვილი წერს.

„საგანგებოდ გამოვიარე, რომ საკუთარი თვალით მენახა – დროშა, რომელიც ასე მოუხდა ვახტანგ გორგასალს, აღარ კიდია. რა სირცხვილია, რა სამარცხვინოა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მართლა არ მჯეროდა, რომ შეიძლებოდა ესეც გაეკეთებინათ, ესეც.“ – ამბობს ინგა გრიგოლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები