დუეტ „ლეონის“ წევრებმა, ცოლ-ქმარმა ლევანმა და ნინიმ დატვირთული ზაფხული „პოსტალიონის“ ეთერში შეაჯამეს.
ლევან წვერავა:
„თან ვისვენებდით და თან ვმუშაობდით. ძალიან ბევრი კონცერტი გვქონდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ბევრი ვერ მოვასწარით და ახლა იგეგმება. ეს ჩვენი მსმენელის სიყვარულიდან გამომდინარე ხდება. ვიყავით საბერძნეთში, სტამბოლში კონცერტებით. 17 სექტემბერს კი გვაქვს ძალიან მაგარი ტური, ოთხდღიან კრუიზში ისრაელში. გემი დაიძვრება ჩვენთან ერთად და გაემგზავრება თურქეთში. იქ ჩვენი ორი კონცერტი გაიმართება“.
ნინი კენჭიაშვილი:
„იტალიაში გვეგეგმება ერთთვიანი ტურნე, ეს არის ჩემი საოცნებო კონცერტების სერია…“
ლევანი:
„ბევრი კონცერტი გვაქვს, იქ, სადაც ბევრი ქართველია. ნოეს ამდენი ხნით პირველად ვტოვებთ…“