„ანდრო ერთი წუთით რომ რეკავს ციხიდან, (რადგან მეტი დრო არ აქვს), ვუსმენ აბა რა ხმაზეა? ვმარჩიელობ ხმის მიხედვით, როგორ არის…“ – ამის შესახებ დაპატიმრებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე Movement – თან ინტერვიუში საუბრობს.
მსახიობის დედა, თავადაც პროფესიით მსახიობი ლიკა გუნცაძე, საზოგადოებამ შვილის დაკავების შემდეგ გაიცნო.
ლიკა გუნცაძე იხსენებს, რომ უმძიმესი იყო შვილის ხელბორკილებით ხილვა:
„გამოვთქვით მოლოდინი, რომ კიდევ ერთხელ შევხვდებით, ოღონდ ევროპაში რომლისკენაც ქართველი ხალხი იღვწის“ – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მოინახულეს
შეხვედრის შემდეგ მსახიობის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ დელეგაციის წევრები „საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და იმ უმძიმეს სურათს, რომელიც გვაქვს სწორად აფასებენ“.
„ძალიან მძიმე იყო, როდესაც შენი შვილი გამოჰყავთ ხელბორკილებით. ისე შემეცოდა ჩემი ქმარი, ამ ყველაფერს რომ შეესწრო, ასეთი სახე არასდროს მინახავს…
ძალიან რთულია ორი ბიჭის გაზრდა ამ ქვეყანაში, რადგან ჩამისახლდა რაღაც შიში… სულ უკან დავდევდი…
ვთვლი, რომ გამიმართლა, რადგან ორი წესიერი ადამიანი გაიზარდა.
ანდრო ჭიჭინაძე: „ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მარტო წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს… ძალიან უცნაური პროცესია, ვერ ვხვდები, რა ხდება“
„სულ ვფიქრობდი, ეს შეგრძნება როგორ შეიძლება პრაქტიკაში გაცოცხლდეს-მეთქი და რაღაცნაირად მოხერხდა“ – თქვა მსახიობმა.
ახლობლები გვეცლება გარშემო ნამდვილად. ამ პერიოდში, როდესაც აწამებენ ადამიანებს, ხოლო შემდეგ ვხედავ, რომ ჩემი ნაცნობები ფეისბუქზე მათ ტაშს უკრავენ, არაფრით აღარ შემიძლია და ვერასდროს ვაპატიებ მათ ამას. ეს ჩემი მინუსია შეიძლება, მაგრამ ვერ ვაპატიებ“, – ამბობს მსახიობის დედა.
ლიკა გუნცაძე, ანდრო ჭიჭინაძის დედა / Lika Guntsadze, Andro Chichinadze’s mother„ახლობლები გვეცლება გარშემო ნამდვილად. ამ პერიოდში, როდესაც აწამებენ ადამიანებს, ხოლო შემდეგ ვხედავ, რომ ჩემი ნაცნობები ფეისბუქზე მათ ტაშს უკრავენ, არაფრით აღარ შემიძლია და ვერასდროს ვაპატიებ მათ ამას. ეს ჩემი მინუსია შეიძლება, მაგრამ ვერ ვაპატიებ.“ ლიკა გუნცაძე, ანდრო ჭიჭინაძის დედა. მუსიკა: Kordz "Our loved ones are taken away from us. In these times, when people are tortured and then I see my acquaintances applauding these torturers on Facebook, I can't handle it and I will never forgive them. This may be my disadvantage, but I cannot forgive it.” Lika Guntsadze, Andro Chichinadze’s mother. #MovementVoices
Posted by Movement on ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2025