LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან რთულია, როცა არ იცი, შენს შვილს კიდევ ნახავ ცოცხალს თუ არა…“ – თორნიკე ყაჯრიშვილის რთული გზა სიმსივნით დაავადებული ვაჟის გადასარჩენად

122
da85347a-48f3-414f-adaf-f91522be33b9

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი „შუადღესთან“ საუბრობს იმ მძიმე დღეების შესახებ, რომელიც შვილის გადარჩენისას გამოიარა. მძიმე დიაგნოზი, საზღვარგარეთ მკურნალობა და პატარა დათის მიერ დამარცხებული სიმსივნე…

„მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფიქრი მიტრიალებდა თავში, რომ ჩემი შვილი უნდა გადარჩენილიყო. მე ვარ თორნიკე ყაჯრიშვილი, ჟურნალისტი და ამჯერად ჩემს პროფესიაზე არ უნდა ვისაუბრო. დღეს ვყვები ჩემი შვილის ისტორიას, რომელმაც ბოლო ორი წელი ჩემი ცხოვრება სრულად შეცვალა. მას მოულოდნელად აღმოაჩნდა სიმსივნე… ყველაფერი ჩამომენგრა… ძალიან რთულია, როცა არ იცი, შენს შვილს კიდევ ნახავ ცოცხალს თუ არა… დათის ჰქონდა მედულობლასტომა, ეს არის თავისა და ზურგის ტვინის შეერთებასთან არსებული სიმსივნე. მდებარეობიდან გამომდინარე მთლიანად მოხერხდა სიმსივნის ამოკვეთა… ოპერაციიდან მეთერთმეტე დღეს პირველად თქვა მამა, პირველი სიტყვა იყო ეს… ჩემს დაბადების დღეზე გამოგვწერეს კლინიკიდან… ეს იყო დაუვიწყარი დაბადების დღე, ამას არაფერი შეცვლის. ეს იყო პირველი გამარჯვება, დავაღწიეთ თავი ჯოჯოხეთურ 25 დღეს, რაც რეანიმაციაში ყოფნას გულისხმობდა… გავემგზავრეთ ესპანეთში, სადაც სხივური თერაპია გავიკეთეთ. როცა დავამთავრეთ, კლინიკაში ასეთი ტრადიციაა, როცა ზარს რეკავ, ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი გამარჯვება უკვე მოიპოვე.

მინდა მივმართო მშობლებს, რომლებიც ახლა გადიან გზას, რაც ჩვენ გავიარეთ. ეს არის მძიმე და გრძელი გზა, თუმცა სიმსივნე განაჩენი არ არის. ყველამ უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ გადაარჩინონ თავიანთი ოჯახის წევრები და გადარჩნენ თვითონაც…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g