LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძირს გაწოლის ქცევა ბავშვს მიზანს ასრულებინებს“ – რა უნდა გავაკეთოთ, როცა ბავშვი მაღაზიაში გაწვება?

477
zandachechelashvili

„იმედის“ დილის ერთ-ერთი მთავარი თემა ამჯერად გახლდათ ის, თუ ვისთან იქცევიან ბავშვები ცუდად. ამ თემაზე სასუბროდ სტუმრად ტელეკომპანიის ეთერში ბავშვთა ფსიქოლოგი, ზანდა ჩეჩელაშვილი მიიწვიეს.

„ბავშვი მაცივრის წინ არ წვება, მაგრამ მაღაზიაში წვება. მაცივრის წინ რომ წვება, ჩემი რეაქცია სხვა არის, მაღაზიაში – სხვა. კონტექსტი კარნახობს ბავშვსაც და მშობელსაც და ისინიც სხვადასხვანაირად იქცევიან. შეიძლება, ბავშვმა არ იცის, რომ სახლში რომ შეიძლება ძირს დაწოლა, მაღაზიაში არ შეიძლება. იცით, რატომ არ იცის? იმიტომ რომ ძირს დაწოლის ქცევა ბავშვს მიზანს ასრულებინებს. მისი მიზანია სათამაშოს მიღება. ძირს გაწვა, სათამაშო მიიღო, შესაბამისად, ეს ქცევა არ გაქრება. სახლში რომ გაწვება, თუკი მაშინ შენიშვნას არ აძლევს, მაღაზიაში რომ გაწვება, ვაძლევ, ეს არ არის სწორი. სახლშიც ვერ უნდა მიიღოს სასურველი. ეს ქცევა უნდა დაიგნორდეს. ქცევა, რომელიც მინდა, რომ გაქრეს, მან შედეგი არ უნდა მოუტანოს ბავშვს. იგნორირების დროს ბავშვს არაფერს ვეუბნებით. წინასწარ უნდა არსებობდეს წესები. იმ წუთში არ უნდა დავიწყოთ გამოსავლის ძიება. წინასწარ ვამბობთ, რომ ტკბილეულს დღის ამ მონაკვეთში არ ვჭამთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g