LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეჭვიანობის მომენტებიც იყო, ხმამაღალი საუბარი, რასაც მე შევესწარი, შეურაცხყოფა, მუქარები…“ – რას ამბობენ მოკლული კესარია აბრამიძის მეზობლები

2414
კესარია აბრამიძე

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.

აბრამიძის მეზობლები მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობას ასახელებენ. მათი განცხადებით, ფაქტის დროს ხმაური გაიგეს.

ერთ-ერთი მეზობელი მედიასთან ამბობს, რომ სავარაუდო დამნაშავის მხრიდან კესარიას მიმართ მუქარას, შეურაცხყოფასა და ფიზიკურ ძალადობას ადგილი არაერთხელ ჰქონია. 

როგორც კესარიას კარის მეზობელი აღნიშნავს, ორი წლის განმავლობაში ის და მისი მკვლელი, როგორც ოჯახი, ისე ცხოვრობდნენ.

„იქნებ დაფიქრდნენ ის ადამიანები ვინც ამხელა ზიზღს თესავს, რით არიან მათზე უკეთესები, იქნებ ღმერთი გცდით! შეუძლებელია ამხელა ზიზღში არსებობა! კესარია, რომელსაც არავისთვის არაფერი უვნია, საკუთარი თავი თავად შექმნა, ვისი შვილია?! ღმერთმა გააჩინა ასეთი!“ – ნათია ბანძელაძე

„მუქარები იყო ძალიან ბევრჯერ. იძახდა კიდეც, მემუქრებაო. ბოლო კომუნიკაცია მქონდა გუშინწინ და მითხრა მემუქრებაო, ღიმილით. იმდენად არ სჯეროდა იმის, რომ მოკლავდა, რომ ამბობდა, ვერ მომკლავს, ვუყვარვარო და სულ ღიმილით და იუმორში ატარებდა. 

ეჭვიანობის მომენტებიც იყო, სხვა პირებზე ეჭვიანობდა ეს ბიჭი. ხმამაღალი საუბარი, რასაც მე შევესწარი, ეს იყო შეურაცხყოფა ჯაიანის მხრიდან. ერთხელ ფაქტიც ვნახე, გამოვიდა და მითხრა, მცემაო, დალურჯებები ჰქონდა მხრისა და ყელის არეში.

„დედამ ჩამაბარა და მითხრა – ჩემს თბილ გოგოს თქვენ გაბარებთ , ვიცი არავის დააჩაგვრინებთ… თავდაჯერებული, მიმნდობი, ხალისიანი და მხიარული, საოცარი იუმორის გრძნობით! უცებ გახდა მთელი კოლექტივის ლიდერი“ – კესარია აბრამიძეს ემოციური პოსტით ემშვიდობებიან

შეტყობინება მომივიდა, ტელეფონს მართმევდა და არ მივეციო. ორი წელი ერთად იყვნენ, როგორც ჩვეულებრივი ოჯახი, ისე ცხოვრობდნენ, აქ ცხოვრობდა ეს ბიჭი. რამდენიმე თვის წინ კვლავ ჰქონდათ დაძაბულობა, კესარიას შიშის მომენტიც ჰქონდა და ადგა და წავიდა საქართველოდან“, – ამბობს „ტვ პირველთან“ საუბრისას მეზობელი.

„კესო ჩვენი მეზობელი იყო დიდ დიღომში…პენსიონერ ბებოს წამლებზე ფული აკლდებოდა, 3 დღის სამყოფი მაქვს, მერე რა ვქნაო ჩაილაპარაკა…კესომ ფარმაცევტს უთხრა 1 თვის სამყოფი გაუმზადეთ ყველა წამალიო…ადამიანი იყო“ – ელენე ნანობაშვილი

„კესო ჩვენი მეზობელი იყო დიდ დიღომში…პენსიონერ ბებოს წამლებზე ფული აკლდებოდა, 3 დღის სამყოფი მაქვს, მერე რა ვქნაო ჩაილაპარაკა…კესომ ფარმაცევტს უთხრა 1 თვის სამყოფი გაუმზადეთ ყველა წამალიო…ადამიანი იყო“ – ელენე ნანობაშვილი

რაც შეეხება მკვლელობის დღეს, მეზობლები ჰყვებიან, თუ როგორ გაიგეს კივილის ხმა და როგორ დახვდათ სახლში შესულს კესარიას დაჩეხილი სხეული, რომელიც მთლიანად სისხლში ცურავდა. 

ერთ-ერთი მეზობელი ასევე ამბობს, რომ მკვლელობამდე ორი საათით ადრე, კესარია მას უყვებოდა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხელის თხოვნას აპირებდა. 

„მეზობლებს გაუგიათ წივილ-კივილი, მაგრამ რომ გავიდნენ, ის უკვე კიბეებზე ჩარბოდა და რომ შევიდნენ დახვდათ სისხლში. ზამთარშიც იყო ასეთი შემთხვევა, მოუვარდა და მაშინ მეზობლებმა გადაარჩინეს, მაშინ პოსტიც დაწერა მაგაზე.

მერე ყველა ეუბნებოდა, შეეშვი, არ გინდაო… ორი საათით ადრე მჯდარა მეზობელთან ერთად, მანამდე პოსტიც დაუდია, მეზობლისთვის უთქვამს, ხელი უნდა მთხოვოსო.

კესო სახლში იყო და ის მერე მოვიდა. კამერები რაც ვნახე, ის წყნარად მშვიდად მოვიდა, დიდი ალბათობით, წინასწარ არც არაფერი არ აგრძნობინა.“ – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

„საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას“ – სალომე ზურაბიშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობაზე

გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. კესარია აბრამიძეს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ის გუშინ საღამოს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში იპოვეს მოკლული.

ნინო წილოსანი: „ძალიან მიმძიმს მომხდარ ტრაგედიაზე საუბარი… კესარია სავარაუდოდ საკუთარი პარტნიორისგან არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი და ბოლოს, ეს ისტორიაც ასე სავალალოდ დასრულდა… თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს“

❗ ძალიან ბევრი მუქარა იყო, ამბობდა კიდეც, მემუქრებაო – კესარია აბრამიძის მეზობლების კომენტარები

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Thursday 19 September 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g