ეკა ჩხეიძის დილა რამდენიმე ჭიქა ყავით იწყება. “თუკი სადმე წასასვლელი არ ვარ, მიყვარს ლოგინში გორაობა, საუზმე. საუზმე არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგა ხნით მაძლევს ენერგიას. ძალიან მიყვარს ხაჭო, ოღონდ ფანტელებით და სეზონური ხილით, უხდება მარწყვი, ატამი, ცოტა თაფლი. ოთხამდე, ხუთამდე კარგად მყოფნის. თუ სახლში ვარ, სულ ვცმუცნაობ. ყველაფერს გავაკეთებ, სახლს დავალაგებ, ქორწილის ჭურჭელს დავრეცხავ, ოღონდ გაზქურასთან არ დამაყენო”.
როგორც მსახიობი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მზადება არ უყვარს, სამზარეულო სახლში მისი საყვარელი ადგილია.
“მთავარი არხის” დილის გადაცემასთან ეკა საუბრობს იმის შესახებ, როგორი დედაა და ასევე სპექტაკლებსა და როლებზე, რომლებიც არ უყვარს.