LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ელჩთან ერთად ნამღერი „თბილისო“ და ემიგრანტებთან ერთად ემოციურად შესრულებული საქართველოს ჰიმნი – მერაბ სეფაშვილის დუბლინში გამართულმა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

2485
ფორტუნა (3)

მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტი გამართა.

კონცერტი ძველით ახალ წელსა და საქართველოს დროშის დღეს მიეძღვნა.

კონცერტს ირლანდიაში საქართველოს ელჩი, გია ზურაბაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც მერაბთან ერთად „თბილისო“ იმღერა.

კონცერტს, რომელსაც 600-ზე მეტი ქართველი ემიგრანტი დაესწრო, Royal Marina Hotel- ის დიდ მისაღებ დარბაზში გაიმართა.

ულამაზესი საღამოს ორგანიზატორები კი იყვნენ ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები, ლელა შურაპოვა და ზურა ჯავახიშვილი.

კონცერტის ერთ ერთი ემოციური მომენტი საქართველოს ჰიმნის შესრულება იყო, რა დროსაც ქართველმა ემიგრანტებმა ცრემლები ვერ შეიკავეს.

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები