LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ელექტრონულმა Ford F-150 თოვლში „იდრიფტავა“

70
ford150f20

კომპანია „ფორდმა“ ტვიტერზე ელექტრონული პიკაპის F-150–ის ზამთრის ცდების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. კადრებში კროსოვერის სატესტო ვერსია Mustang Mach-E–სთან ერთად წყვილში დრიფტაობს.

ელექტრონული „ფორდის“ შესახებ ჯერ ძალიან ცოტა ინფორმაციაა ცნობილი. „მწვანე“ F-150–ის დებიუტი 2022 წლის მეორე ნახევრისთვისაა დაგეგმილი და მისი წარმოება მიჩიგანის ქარხანაში დაიწყება. ქარხანა, რომელიც მხოლოდ ელექტრონული აგრეგატის მქონე მოდელების ასაწყობად იქნება განკუთვნილი, ამერიკულ კომპანიას 700 მილიონი დოლარი დაუჯდება.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში „ფორდმა“ პირველი თიზერი გაავრცელა, სადაც სიახლის ვიზუალი გამოაჩინა. რაც შეეხება ტექნიკურ შიგთავსს, დეტალები ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება. დაუზუსტებელი ცნობებით, პიკაპი ორ–ძრავიან აგრეგატს მიიღებს და მათი საერთო ძალა 450 ცხენის ძალა იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g