ჯარედ ლეტო ექსტრემალური სპორტის მოყვარულია. ის კლდეზე ცოცვითაა გატაცებული. ამჯერად 50 წლის მსახიობმა და მომღერალმა კლდეების ნაცვლად, შენობების დალაშქვრა გადაწყვიტა. ვარსკვლავი პარიზში, ერთ-ერთი მაღალი შენობის კედელზე, ცოცვის დროს გადაიღეს. თუ რას ემსახურებოდა ლეტოს ეპატაჟური ქცევა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა მან უამრავი გამვლელის ყურადღების მიპყრობა მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ჯარედი ბერლინის შენობის კედელზე ცოცვის დროსაც დააფიქსირეს.