ეს ადამიანი პირველ რიგში იყო ნუგეში, – აღნიშნულის შესახებ თამრიკო ჭოხონელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში პატრიარქზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მან აღსაყდრებიდან პირველივე დღეს დაიწყო ზრუნვა თავის სამშობლოზე.
„არ არსებობდა არც ერთი სადღესასწაულო ღონისძიება, რომ არ დაერეკათ და არ ეთქვათ, გიბარებს რომ მოხვიდეთ. ეს ადამიანი პირველ რიგში იყო ნუგეში. მინახავს მე, მის წინაშე დაჩოქილი, მწუხარებაში მყოფი ადამიანები. ისეთ დროს მირეკავდნენ საპატრიარქოდან, თითქოს გრძნობდნენ, რომ ძალიან მიჭირდა. მან აღსაყდრებიდან პირველივე დღეს დაიწყო ზრუნვა თავის სამშობლოზე. მაშინ არ იყო ბევრი მონასტრები და არც საეკლესიო პირები. მან ეს ყველაფერი განამრავლა“, – საუბრობს თამრიკო ჭოხონელიძე.
ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
