LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს არაა სამართალი! ეს არის საკუთარი თავის და სახის გადარჩენის მცდელობა და სამართალთან საერთო არაფერი აქვს“ – ადვოკატი მაია მწარიაშვილი მზია ამაღლობელის განაჩენზე

155
მაია მწარიაშვილი

„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა მისმა ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა, რომლის განცხადებითაც, „სინამდვილეში ეს არის საკუთარი თავის და სახის გადარჩენის მცდელობა და სამართალთან ამას საერთო არაფერი აქვს“.

სასამართლომ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

„სასამართლომ გადააკვალიფიცირა 353-ე მუხლზე და სასჯელის სახედ და ზომად დაადგინა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ახლა რა არის ეს სინამდვილეში.

სინამდვილეში ეს არის საკუთარი თავის და სახის გადარჩენის მცდელობა და სამართალთან ამას საერთო არაფერი აქვს. სინამდვილეში ეს არის არა განაჩენი, არამედ დასჯის დემონსტრაციული აქტი. აბსოლუტურად უინტერესოა, 4 წელი იქნებოდა თუ 2 წელი.

სასამართლომ და სასამართლოს უკან, იცით ვისაც ვგულისხმობ – მთელი ხელისუფლება იყო ჩართული მზიას წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიაში, ეს იყო მათთვის ვითომ სახის შენარჩუნების მცდელობა. ამას არაფერი საერთო არ აქვს 353-ე მუხლის კვალიფიკაციასთან. გასაგებია, რომ ეს ყველას ბრძოლის შედეგია, მაგრამ ეს არ არის სამართალი“, – აცხადებს მაია მწარიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g