მსახიობი და ტელეწამყვანი ანა ქურთუბაძე აცხადებს, რომ ბასტი ბუბუში ბრუნდება.
მისი თქმით, მონაწილეობას იღებს სპექტაკლში „პინოქიოს თავგადასავალი”, რომელიც 1-ელ ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დაიდგმება.
„1-ელ ივნისს ყველას თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გელოდებით „პინოქიოზე”. ბასტი ბუბუ ეს არის ადგილი, სადაც პირველად ავიდგი სცენაზე ფეხი და მოვიდა დრო ისევ დავბრუნდე. ეს არის ჩემი ბავშვობა და ძალიან მიყვარს. მიხარია, რომ ამ არაჩვეულებრივ სპექტაკლში მონაწილეობას მეც მივიღებ. გელოდებით ყველას”, – საუბრობს ანა ქურთუბაძე.
ცნობისთვის, სპექტაკლი 18:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 15 ლარი იქნება, ხოლო 4 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა თავისუფალია.