პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე სოციალურ ქსელში შვილთან, კრავაისთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აზიარებს.
როგორც ჩანს, ანა დოლიძე შვილთან ერთად იმყოფებოდა გუშინ, 15 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ საწინააღმდეგოდ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე კანონპროექტის არსსა და მისი მიღებით გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე საუბრობს
„ეს არის კრავაის პირველი დემონსტრაცია. პატარაობისას, მამაჩემს ეროვნული მოძრაობის დროს, ზუსტად ასე დავყავდი რუსთაველზე. კრავაი პირველად მოვიყვანე [აქციაზე]…
როცა გაიზრდება, მიხვდება, რომ ჩვენი თავისუფლების დასაცავად მოვიდა
ის ფასეულობები, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში საქართველოსთვის ვიცავთ, ისევ ჩვენშია და ჩვენში ჩქეფს…
როგორც შარშან ვიყავით აქ, დღეს და ხვალაც აქ ვიქნებით… საბოლოო ჯამში, აუცილებლად გავიმარჯვებთ, ევროპა იქნება აქ“. – ამბობს ანა დოლიძე.