თამარ გვერდწითელი შოუ „ავტოგრაფს“ ესტუმრა, სადაც თავისი რეპერტუარიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპოზიცია „საქართველო“ შეასრულა.
ვინაიდან ქართულ ტელესივრცეში გვერდწითელი ძალიან იშვიათად ჩნდება, მისმა შესრულებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
მაყურებელი წერს:
„დიდებული ხმა… ამ სიმღერას ცრემლის გარეშე ვერ ვუსმენ…“
„იადონი და ბულბული…“
„შეუდარებელი. ეს არის სიმღერა… ეს არის გრძნობა… ეს არის განცდა…“