LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს ბავშვი საოცრებაა, მომავალი ვარსკვლავი, ცეკვა გარდაცვლილ ბაბუას მიუძღვნა, რეზო ცეცხლაძე განთქმული ქორეოგრაფი იყო…“ – ინტერნეტ ვარსკვლავი შუახევიდან | 8 წლის ნია ცეცხლაძის მიერ შესრულებული ცეკვა „აჭარული“

1500
ნია ცეცხლაძე

რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელი მოიცვა კადრმა, სადაც 8 წლის ნია ცეცხლაძე აჭარულ ცეკვას ასრულებს.

ვიდეო ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრშია გადაღებული, სადაც სალოტბარო სკოლების გალა-კონცერტისთვის რეპეტიცია მიმდინარეობდა.

ინტერნეტ ვარსკვლავი შუახევიდან, 8 წლის მომღერალი, ნია ცეცხლაძე გადაცემას „დილის ტალღა“ სტუმრობდა, სადაც იმ ცეკვაზე ისაუბრა, რომლითაც არაერთი ადამიანის გული მოიგო.

„თვითნასწავლი ვარ, მაგრამ ილეთები ცოტა მასწავლებელმაც მასწავლა. ამასთან, სახლში, ბაბუაც მამზადებდა, ის მოცეკვავე იყო. სიმღერისა და ცეკვის გარდა, სკოლა მიყვარს, განსაკუთრებით მათემატიკის სწავლა“

როგორც გადაცემაში აღნიშნა, ნია ცეცხლაძის ბაბუა, რეზო ცეცხლაძე განთქმული ქორეოგრაფი იყო და ნიამ ეს ცეკვა სწორედ გარდაცვლილ ბაბუას მიუძღვნა.

8 წლის ნია ცეცხლაძის აჭარულ ცეკვას უამრავი დადებითი შეფასება მოყვა.

„ეს ბავშვი საოცრებაა, რამდენჯერაც ვნახე მისი ცეკვა, იმდენჯერ სიხარულის ცრემლი მომდის“

„ეს გოგონა ნამდვილად მომავალი ვარსკვლავია, რაღაც უცხო სტილის, სრულიად განსხვავებული მოძრაობების აღმოჩენის მომსწრენი ვართ“

„ნამდვილ განდაგანას ყველაზე კარგად, აჭარლები ცეკვავენ“

„მინდა სულ ვუყურო“

„როგორ შეძლებდა ყოველივე ამას, გენეტიკურად რომ არ მოდგამდეს. ყოჩაღ მის მასწავლებელს და შუახევის სალოტბარო სკოლას, რომ გააცოცხლეს ისტორია ცეკვაში“, – წერენ სოციალურ ქსელში.

🔶8 წლის ნია ცეცხლაძის მიერ შესრულებული აჭარული ❤️

🔶8 წლის ნია ცეცხლაძის მიერ შესრულებული აჭარული ❤️

Posted by დილის ტალღა / Dilis Talga on ოთხშაბათი, 05 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები