LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ცეკვაში ყველაზე მეტად ღიმილი მომწონს, ხშირად მეუბნებიან, რომ ბაბუას გენები გამომყვა.. ბავშვები ავტოგრაფს მთხოვდნენ, მაგრამ არ ვიცოდი, რა იყო ავტოგრაფი“ – გაიცანით 8 წლის ნია ცეცხლაძე, რომლის ცეკვაც ინტერნეტსენსაციად იქცა

191
ნია ცეცხლაძე

რამდენიმე კვირის წინ, ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო – როგორ ცეკვავს 8 წლის ნია ცეცხლაძე აჭარულს.

პატარა გოგონას შესრულებამ სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა.

ვიდეო: „ეს ბავშვი საოცრებაა, მომავალი ვარსკვლავი, ცეკვა გარდაცვლილ ბაბუას მიუძღვნა, რეზო ცეცხლაძე განთქმული ქორეოგრაფი იყო…“ – ინტერნეტ ვარსკვლავი შუახევიდან | 8 წლის ნია ცეცხლაძის მიერ შესრულებული ცეკვა „აჭარული“

„დილის ტალღამ“ ნიას შესახებ მოამზადა სიუჟეტი, რომელშიც პატარა მოცეკვავე საკუთარ თავს გვაცნობს და ცეკვის სიყვარულზე საუბრობს:

„მიყვარს ცეკვა და სიმღერა, უფრო მეტად ცეკვა, ცეკვაში ყველაზე მეტად ღიმილი მომწონს. ბაღიდან ვცეკვავ, ბაღს ვაცდენდი, რადგან ცეკვაზე დავდიოდი.

რომ გამაშუქეს, პირველად დედამ მნახა – ნია ძალიან პოპულარული გახდიო, მე ვერ გავიგე, მეძინა.

მეუბნებიან ხოლმე, „რა ლამაზად ცეკვავ“, „ჩემი პოპულარული გოგო“, „რა საყვარელი ხარ“ – მე მადლობას ვეუბნები. ბავშვები ავტოგრაფს მთხოვდნენ, მაგრამ არ ვიცოდი, რა იყო ავტოგრაფი – პირველად გავიგონე.

ხშირად მეუბნებიან, რომ ბაბუას გენები გამომყვა, ბაბუა ქორეოგრაფი იყო, მამა მოცეკვავეა…

მინდა, რომ სამყარო უკეთესი გახდეს“, – ამბობს ნია ცეცხლაძე.

🔶 უფრო ახლოდან გავიცნოთ 8 წლის ინტერნერტ ვარსკვლავი, მომღერალი და მოცეკვავე ნია ცეცხლაძე ❤

🔶 უფრო ახლოდან გავიცნოთ 8 წლის ინტერნერტ ვარსკვლავი, მომღერალი და მოცეკვავე ნია ცეცხლაძე ❤

Posted by დილის ტალღა / Dilis Talga on ხუთშაბათი, 13 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები