ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი, 24 აპრილს მოსკოვში კონცერტს მართავს.
„ლუსტრა ბარი“, სოციალურ ქსელში მომღერლის ვიდეომიმართვას ავრცელებს. სწორედ ამ ბარშია დაგეგმილი პავლიაშვილის კონცერტი.
„სალამი ჩემო მეგობრებო, „გამარჯობა“. ეს მე ვარ, თქვენი ქართველი ძმა სოსო პავლიაშვილი. 24 აპრილს ყველას გეპატიჟებით ჩემს სოლო კონცერტზე არაჩვეულებრივ ადგილას.
მოდით ჩემს კონცერტზე და მსოფლიო უკეთესი გავხადოთ“, – ამბობს ვიდეომიმართვაში სოსო პავლიაშვილი.
„კრემლის სასახლიდან“ კრასნოგორსკამდე – სოსო პავლიაშვილი რუსეთში კონცერტების სერიას განაგრძობს
„კრემლის სასახლეში“ გამოსვლის შემდეგ, სოსო პავლიაშვილი ახალ კლიპში, კაბრიოლეტში ბედნიერი პოზირებს