LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კრემლის სასახლეში“ გამოსვლის შემდეგ, სოსო პავლიაშვილი ახალ კლიპში, კაბრიოლეტში ბედნიერი პოზირებს

499
pavliashvili

მას შემდეგ, რაც სოსო პავლიაშვილმა რუსეთის მხარდამჭერ კონცერტებში მიიღო მონაწილეობა, მან ახალი კლიპის გადასაღებადაც მოიცალა. „კრემლის სასახლის“ სცენაზე ორი კვირის წინ გამოსული მომღერალი ამჯერად საზოგადოებას ახალ კლიპს უზიარებს, რომლის სახელწოდებაა „მე შენ მიყვარხარ“ და რომელსაც ის რუს მომღერალ ლარისა დოლინასთან ერთად ასრულებს.

კლიპის წარმდგენი ტექსტი ტრადიციული იყო. პავლიაშვილმა ლარისა დოლინას მადლობა გადაუხადა, მას მსოფლიო დონის არტისტი უწოდა და თქვა, რომ ახალი სიმღერა სიყვარულზეა, რომელიც სამყაროს გადაარჩენს. პავლიაშვილს ისევ არ უხსენებია ომი და არც უკრაინა, სადაც უკვე თვეზე მეტია, საომარი მოქქმედებები მიმდინარეობს და მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან. ახალ კლიპში სოსო პავლიაშვილი ძველ კაბრიოლეტში პოზირებს და ფანტასტიკურ ხასიათზე ჩანს.

კონცერტზე „რუსეთი, ყირიმი, დონბასი“, სადაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა ზეიმით აღნიშნეს, სოსო პავლიაშვილმა იმღერა

„კრემლის სასახლიდან“ კრასნოგორსკამდე – სოსო პავლიაშვილი რუსეთში კონცერტების სერიას განაგრძობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g