LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს პირველი ბუკეტია, რომელიც ცხოვრებაში მაჩუქეს“ – დემნა გვასალიას კიმ კარდაშიანმა ყვავილები მიართვა

1095
დემნა და კიმი

დემნა გვასალიას ჩვენებამ ლოს ანჯელესში კიდევ ერთხელ დაამტკიცა ქართველი დიზაინერის საოცარი კრეატიულობა და შესანიშნავი იუმორის გრძნობა.

ჩვენებასთან ერთად, მედიაში აქტუალურია, თუ ვინ დაესწრო მას.

რასაკვირველია, სტუმრებს შორის იყო კიმ კარდაშიანი, რომელმაც დემნას თხოვნით, ხელში პარკი დაიჭირა, თუმცა როგორც კიმი იხსენებს, გადაწყვიტა, ამ ქაღალდის პარკში დემნასთვის ნაყიდი ყვავილებიც ჩაედო. ეს, რა თქმა უნდა, დიზაინერთან არ ყოფილა შეთანხმებული…

მოგვიანებით, როდესაც კიმმა დიზაინერს წარმატებული ჩვენება მიულოცა და ყვავილები მიართვა, დემნამ აღნიშნა: „მგონი, პირველი ბუკეტია, რომელიც ცხოვრებაში მაჩუქეს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g