LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს წელი ჩემთვის განსაკუთრებული იქნება“ – მარიამ გაფრინდაშვილი პატარას მოლოდინშია

9521
2026-02-16_01-58-02_481335

ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი პატარას მოლოდინშია.

აღნიშნულის შესახებ მან გადაცემაში „პირველი სტუდია“ სტუმრობისას გაუმხილა მაყურებელს.

„ნოდარ მელაძის „რეპრესიების“ მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ სულ სამსახურში უნდა ვიყო, გამოვნახე დრო პირადი ცხოვრებისთვის.

ეს წელი იქნება ჩემთვის განსაკუთრებული წელი. სხვა ამპლუაში ვიქნები, რაც ჯერ ჩემთვისაც ცოტა წარმოუდგენელია.

ჯერ კიდევ დაბნეული ვარ და ცოტას ვნერვიულობ. შესაბამისად, ვემზადები ახალი გამოწვევებისთვის.

პროფესიაზე უარს არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი, იმიტომ, რომ მე ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, ჩემი ცხოვრების ნაწილია… არ ვაპირებ თავი მოვანატრო მაყურებელს და „ქართულ ოცნებას“. ცხოვრებაში ყველაზე მთავარი სიყვარულია. სწორედ ეს გაკეთებინებს ყველაფერს. მე ძალიან გამიმართლა, პირად და პროფესიულ სიყვარულში.

ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი ახლა მოლოდინია, რომელსაც დიდი ინტერესით ველოდებით“, – ამბობს მარიამ გაფრინდაშვილი..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g