ნინი ბადურაშვილი ახალი სიმღერის „ღიმილს ნუ მალავ“ ლაივ ვერსიას გვიზიარებს.
ნინი ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და კიდევ ერთხელ უხდის მადლობას რატი დურგლიშვილს იმისთვის, რომ სიმღერა შექმნა.
„ესეც ჩვენი ახალი სიმღერის live ვერსია. რატი მადლობა ამ სიმღერის შექმნისთვის, მიყვარხართ“ – წერს ნინი.
ცნობისთვის, მომღერლებმა ნინი ბადურაშვილმა, რატი დურგლიშვილმა და მაკა ზამბახიძემ მსმენელს ახალი ერთობლივი ნამუშევარი წარუდგინეს – კომპოზიციის „ღიმილს ნუ მალავ“ პრემიერა რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „არტ-FM“ რამდენიმე დღის წინ შედგა.