LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ფეხბურთში ხომ გვყავს კვარაცხელია, ქართულ პოლიტიკაში დღეს სააკაშვილია, რომელიც ერთადერთი კაცია მსოფლიო უმაღლეს პოლიტიკურ ლიგაში“ – გუბაზ სანიკიძე

247
მიშა და გუბაზა

„ფეხბურთში ხომ გვყავს კვარაცხელია, ასევე ქართულ პოლიტიკაში, დღევანდელი მოცემულობით არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს, მსოფლიოს უმაღლეს პოლიტიკურ ლიგაში, ერთადერთი კაცია“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

როგორც მან ტვ „ფორმულას“ ეთერში აღნიშნა, უახლოეს თვეებში, ჩვენ დაგვიდგება მომენტი, როცა დასავლეთი და უკრაინელები ომის შემდგომი უსაფრთხოების სისტემების ამუშავებას დაიწყებენ, საქართველო აუცილებლად მოიაზრება, როგორც ერთ-ერთი მთავარი და სერიოზული შემადგენელი კომპონენტი საერთო უსაფრთხოებისა.

სანიკიძე: ბიძინა უკრაინის დროშით გამოვა, უკან ექნება ზელენსკის სურათი და ღარიბაშვილს და ამ ხელისუფლებას დაგმობს.. ახალ გუნდს ქმნის, არ არსებობს, ივანიშვილს „მარქაფა“ პროექტი არ ჰქონდეს 

„ძვირფასო თანამემამულეებო, ვისით აპირებთ იგივე უკრაინელებთან დალაპარაკებას, ვინ უნდა იყოს ეს ადამიანი, რადგან ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას თავისი სახელი და გვარი აქვს.

აი, დღევანდელი ქართული პოლიტიკური სპექტრი რომ ავიღოთ, ვინ ჩავა კიევში, ვინ დაელაპარაკება ზელენსკის, ვინ არის აღმოსავლეთ ევროპაში ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე?

ვის მიმართ ინანიებს დღევანდელი ევროპული და დასავლური სპექტრი და ბოდიშს იხდის, რომ სააკაშვილს არ დაუჯერეს?

ძვირფასო პოლიტიკოსებო და საზოგადოებავ, ვისით აპირებთ ამის მოგვარებას? ერთადერთი კაცი უმაღლეს პოლიტიკურ ლიგაში არის სააკაშვილი.

გუბაზ სანიკიძე: დავით აღმაშენებელი რომ ადგეს და ცოცხალი იყოს, ძელებზე გასმა იქნებოდა აქ

ვიღაცებისთვის გასაგებად რომ ვთქვა, ფეხბურთში ხომ გვყავს კვარაცხელია, ასევე ქართულ პოლიტიკაში დღევანდელი მოცემულობით არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ერთადერთი კაცია დღეს მსოფლიო უმაღლეს პოლიტიკურ ლიგაში.

სხვათა შორის, ეს ახალი „ტრენდი“, რომ ახლები გვინდა, განსაკუთრებით ომიანობის დროს, არ მართლდება, ისევ ძველ პოლიტიკოსებს ეყრდნობიან და აგერ ჩვენი მეზობელი თურქეთიც ასე მოიქცა“. – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები