დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი იმართება.
ათ წელზე მეტი გავიდა „ქართული ხმების“ ბოლო სოლო კონცერტიდან, ამჯერად ანსამბლი სცენას ახალი რეპერტუარით დაუბრუნდა.
აღსანიშნავია, რომ საკონცერტო პროგრამა წარმოდგენილია ბენდთან ერთად, რომელსაც კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი ხელმძღვანელობს.
კონცერტზე „ქართული ხმების“ სოლისტი ზურა ბაკურაძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
მსმენელის წინაშე დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე დღეს დავით აბესაძე წარდგა.
დავითის გამოჩენამ საზოგადოება აღაფრთოვანა.
ცნობისთვის, „ქართული ხმების“ კონცერტი ფილარმონიაში ხვალ, 21 ივნისსაც შედგება.