LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ფინანსურად ძალიან გვიჭირდა, რადგან მამა მალევე დაიღუპა…3 წელი დენის „ინკასატორად“ ვმუშაობდი“ – გიორგი გაბუნიას გზა წარმატებამდე

550
2024-10-18_01-07-00_617417

გიორგი გაბუნია გია ჯაჯანიძის გადაცემაში „სხვა რაკურსი“ განვლილ გზასა და სირთულეებზე საუბრობს.

როგორც ტელეწამყვანი იხსენებს, სამი წელი დენის ინკასატორად მუშაობდა, რადგან სწავლის ფული არ ჰქონდა.

„ზოგიერთი ხომ ამბობს, რომ რთული ბავშვობა ჰქონდა, ჩემთან კი პირიქით იყო. დედის და მამის მხრიდან ორივედან შეძლებული ოჯახები იყვნენ. როდესაც გავიზარდე და სტუდენტი გავხდი, მათი ეს ფინანსური შესაძლებლობები უკვე აღარ არსებობდა. მათი სიყვარული გამომყვა, თუმცა მხოლოდ ამით თავს ვერ გაიტან. მე თეატრალურში ჩაბარება და ტელევიზორში გამოჩენა მინდოდა, ჩემს მშობლებს კი არა.

როდესაც ჩავაბარე, ფინანსურად ძალიან გვიჭირდა, რადგან მამა მალევე დაიღუპა. დედა იყო მხოლოდ და ასაკოვანი ბებია-ბაბუა. სწავლის ფული არ მქონდა. დედაჩემის ხელფასი მხოლოდ 450 ლარი იყო. რუსთავის სოფლებში, ერთ-ერთ ენერგო-კომპანიაში დენის ინკასატორად ვმუშაობდი. 500 ლარი მქონდა ხელფასი.

როდესაც 4 შვილით დედა გამოდიოდა და მეუბნებოდა რომ გადასახადს ხვალ გადაიხდიდა, მეცოდებოდა და დენს ვერ ვუთიშავდი. ხელფასს მაკლებდნენ. სამი წლის მანძილზე პრემია არ ამიღია.

უნდა იყო ის ვინც ხარ, მაგრამ კეთილი აუცილებლად უნდა იყო. ყველაფერი კარგი ჩემთვის ქუთაისთან ასოცირდება. დედაქალაქის მადლობელი ვარ მაგრამ ყველგან ვამბობ, რომ ქუთაისელი ვარ. ყველა ჩემს დაბადების დღეს ქუთაისში ვიხდი, ჯვრისწერაც იქ მქონდა. იმისთვის რომ კირას პირადი ნომერი 6000-ით დაწყებულიყო მეუღლე წავიყვანე და ქუთაისში ვამშობიარე“, – ამბობს გიორგი გაბუნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g